2018 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს ჰყავს პირველი ქალი პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, 2018 წელს საქართველო უკვე სრულად გადავიდა საპარლამენტო დემოკრატიაზე.
„უკვე გადავედით სრულფასოვნად საპარლამენტო დემოკრატიაზე. მიმაჩნია, რომ საპარლამენტო დემოკრატია არის საუკეთესო მოდელი იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები