23 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ამერიკელი პოპვარსკვლავის ქრის ბრაუნის ნაცვლად კონცერტს ცნობილი ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი ბასტა რაიმსი გამართავს.
მას, ვინც ქრის ბრაუნის ბილეთი უკვე შეიძინა, შესაძლებლობა ექნება ბასტა რაიმსის კონცერტს დაესწროს, ან სურვილის შემთხვევაში ბილეთი დააბრუნოს. გადახდილი თანხა მსმენელს სრულად აუნაზღაურდება.
ქრის ბრაუნი ბათუმს თურქეთში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების გამო ვეღარ სტუმრობს. კომპანია “ისთერნ პრომოუშენმა” ერთ დღეში გააფორმა კონტრაქტი ამერიკელ რეპერთან ბასტა რაიმსთან, რომელიც მსმენელის წინაშე 23 ივლისს საათნახევრიანი პროგრამით წარდგება.
კომენტარები