ეკა ბესელიას გუნდიდან გარიცხვა დღის წესრიგში არ დამდგარა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა განაცხადა.
„ეს არის მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად დაგეგმილი სხდომა. დღის წესრიგის დეტალებზე და შემდგომ მსჯელობაზე შეგვიძლია შეხვედრის შემდეგ ვისაუბროთ. რაც შეეხება ქალბატონი ეკას გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, თვითონ გადაწყვეტილების გარშემო ალბათ, იქნება საუბარი, მაგრამ გარიცხვის თაობაზე არ ყოფილა არანაირი საუბარი. აღნიშნული საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში“,- განაცხადა ჯაშმა.
კომენტარები