ავსტრალიელი მოდელი ანალიზა ბრააკენსიეკი სიდნეიში, საკუთარ სახლში გარდაცვილი იპოვეს. ის 46 წლის იყო. მან ეს სახლი მას შემდეგ იყიდა, რაც 16-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარს გაშორდა, რომელიც საფონდო ბირჟის მაკლერი იყო. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
მისმა გარდაცვალებამ მოდელის Instagram-მიმდიევრებში წუხილი გამოიწვია. ისინი სოციალურ ქსელში წერენ თუ როგორ უკან და უკან მიდიოდა ბოლოს მოდელის ცხოვრება.
თავად მოდელი კი მის ბოლო პოსტში წერდა: “ყველაფერი თითქოს დახლართული და აბურდულ-დაბურდულია”.
მოდელი ქმარს, 16-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, გასული წლის აპრილში გაშორდა. როგორც ანალიზას Instagram-პოსტებიდან ჩანს, ის ამ ამბით გულგატეხილი იყო.
კომენტარები