ბანგლადეშის სასამართლომ 7 კაცი და მათ შორის მმართველი პარტიის ადგილობრივი ლიდერი, ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
4 შვილის დედა ირწმუნება, რომ ის ჯგუფურად გააუპატიურეს, რადგან მან ხმა ოპოზიციური პარტიას მისცა გასულ კვირას გამოკითხვის დროს.
ქალზე ძალადობას მიტინგები და სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა მოჰყვა. კაცებმა ბრალდება უარყვეს, პარტიის ლიდერი კი პარტიიდან გარიცხეს.
ბანგლადეშში არჩევნები ქაოსის ფონზე ჩატარდა. ბოლო მონაცემებით დაპირისპირების დროს სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.
იმედინიუსი.
კომენტარები