იემენში ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე დაადასტურა.
ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდლობის ცნობით, ძებნილი ტერორისტის ლიკვიდაცია 1 იანვარს, იემენის ერთ-ერთ პროვინციაში, დამიზნებითი საჰაერო დარტყმის შედეგად განხორციელდა.
ჯამალ ალ ბადავის, 2000-ს წელს ამერიკულ სამხედრო ხომალდზე თავდასხმის ორგანიზებაში ედებოდა ბრალი. ტერაქტს მაშინ 17 მეზღვაური ემსხვერპლა. ჯამალ ალ ბადავის შესახებ ინფორმაციისთვის, ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს 5 მილიონი დოლარის ოდენობით ჯილდო ჰქონდა დაწესებული.
კომენტარები