საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მამუკა მდინარაძის საპასუხოდ განაცხადა, რომ მასთან გასარკვევი არაფერი აქვს.
„მდინარაძეს ვურჩევ, გააკონტროლოს, რას ლაპარაკობს და რატომ ლაპარაკობს. ფრაქციასთან და უმრავლესობასთან შეხვედრის საკითხი მე თვითონ დავსვი. არ ვფიქრობ, რომ მდინარაძეს უნდა ველაპარაკო. მე უნდა ველაპარაკო კოლეგებს, რომლებთანაცსაჭიროა ამ საკითხზე დისკუსია“, – განაცხადა ბესელიამ.
“ნუ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადებები. ფრაქციაშივიმოქმედეთ, როგორც იყო სწორი გუნდურობის პრინციპიდან და რეგლამენტის წესებიდანგამომდინარე. ჩვენ ვუფრთხილდებით თითოეულ წევრს ჩვენი გუნდის და არ გვინდა, რომჩვენი განცხადებებით დავძაბოთ სიტუაცია.
ვიმსჯელებთ გუნდის შიგნით და ვიმოქმედებთ შესაბამისად. ქალბატონი ეკა ჯერ არდამკავშირებია, თუმცა თუ გამოთქვამს სურვილს, მე ყოველთვის მზად ვარ, გუნდისწევრებს შევხვდე,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.