გერმანიის სამხრეთ რეგიონში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებში სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთნენ.
ქალაქებში, სადაც დიდთოვლობის გამო ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ჯარისკაცები მოსახლეობას თოვლის გაწმენდაში ეხმარებიან.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ამინდის გაუარესების გამო, შენობების სახურავებმა შესაძლოა თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლოს და ჩამოინგრეს. რეგიონში წაქცეული ხეების გამო შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.
კომენტარები