დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრების დეტალებს მალავს. “ვაშინგტონ პოსტის” ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუს კოლეგასთან მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციას საკუთარი ადმინისტრაციასაც კი არ უზიარებს.
სტატიის თანახმად, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან 2017 წელს ჰამბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ თარჯიმანს არა მარტო საუბრის დეტალების საიდუმლოდ შენახვა მოსთხოვა, არამედ სამუშაო ჩანაწერებიც ჩამოართვა.
ამერიკულ მედიაში მის შესახებ ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ სტატიებს დონალდ ტრამპმა შეურაცხმყოფელი უწოდა.
“ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთთან დაკავშირებით არანაირი შეთქმულება არ არსებობს.
კომენტარები