აფეთქებას ქაბულში სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. ავღანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში, სადაც ძირითადად უცხოური ორგანიზაციებია განთავსებული, დანაღმული მანქანა აფეთქდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 90-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.
პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
კომენტარები