”პრაიმტაიმის“ აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი თამარ ურუშაძე დაინიშნა. თამარ ურუშაძე ტელეკომპანია “იბერიას“ ახალი ამბების მთავარი გამოშვების წამყვანი იყო. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელეკომპანია „იმედში“. არის ათზე მეტი დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟისორი. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
თამარ ურუშაძე 2008 წელს რუსული აგრესიის დროს პირდაპირ ეთერში ოკუპანტების სნაიპერმა დაჭრა. ის არის პირველი ქალი ჟურნალისტი , რომელიც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერია.
სააგენტოს ცნობით, მულტიმედიური ჯგუფი „პრაიმტაიმი“ უახლოეს მომავალში საზოგადოებას რამდენიმე ინოვაციურ პროექტს შესთავაზებს.
კომენტარები