ბრეტ პიტი და შარლიზ ტერონი ერთმანეთს ხვდებიან. წყვილის მეგობრები ადასტურებენ, რომ მსახიობები დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მეუღლეებს დაშორდნენ, მათი ურთიერთობა განვითარდა და უკვე ერთი თვეა ინტენსიური ურთიერთობა აქვთ.
გავრცელებული ცნობით, შარლიზ ტერონს ბრედ პიტმა საშობაო დღეებში საკუთარ სახლშიც უმასპინძლა, თუმცა შვილები ჯერ არ გაუცვნია.
55 წლის პიტი ანჯელინა ჯოლის 2016 წელს დაშორდა და გავრცელებული ცნობით, მას შემდეგ ეს ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის პირველი ურთიერთობაა.
კომენტარები