თურქეთის სამხრეთ რეგიონებს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ანტალიის პროვინციაში ტორნადომ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია 11 ადგილობრივი.
მაშველები ქალაქ ქემერში დაკარგულ ახალგაზრდა ქალს ეძებენ. ის საკუთარი მანქანით დედასთან ერთად მგზავრობდა, როდესაც ძლიერმა ქარმა მისი ავტომობილი წყალში გადააგდო.
ანტალიაში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და შენობები დააზიანა . შტორმის შედეგად სანაპიროსთან 5-ი გემი ჩაიძირა.
კომენტარები