დონალდ ტრამპმა დაზვერვის სააგენტოები გააკრიტიკა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტვიტერის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, დაზვერვის სააგენტოები თეირანის მიმართ ზედმეტად მიამიტები არიან. პრეზიდენტის ამ შეფასებას წინ უძღოდა დაზვერვის სამსახურების მიერ სენატში წარდგენილი ანგარიში. დოკუმენტში წერია, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არ ქმნის.
კომენტარები