პარიზის სასამართლომ ორ პოლიციელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ კანადელი ტურისტის ჯგუფურ გაუპატიურებაში ედებათ ბრალი. ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.
ინციდენტი დაახლოებით 5 წლის წინ მოხდა. 39 წლის კანადელი ტურისტი ქალი, სახელად ემილი ბრალდებულებმა ირლანდიურ პაბში გაიცნეს. მათ იმ ღამით ბევრი ალკოჰოლი მიიღეს, მერე კი იქვე, კომისარიატის შენობაში შესვლა გადაწყვიტეს. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ ქალი შენობიდან ტირილით და შოკის მდგომარეობაში გამოვიდა.
ბრალდებულებმა სასამართლოზე ქალთან სექსუალური ურთიერთობა არ უარყვეს, თუმცა განაცხადეს, რომ ყველაფერი ურთიერთთანხმობით მოხდა.2016 წელს გამოძიებამ საქმე დახურა, თუმცა პროკურატურაში გასაჩივრების შემდეგ, ის ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს გადაეცა განსახილველად.
იმედინიუსი
კომენტარები