გერმანიის კანცლერმა Facebook-ის გვერდი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.
„თქვენ იცით, რომ მე ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე აღარ ვარ. ამიტომ, ვაუქმებ ჩემს Facebook-ის გვერდს, თუმცა გთხოვთ თვალი მიადევნოთ ჩემს მუშაობას ფედერალური კანცლერის პოსტზე. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ფედერალური მთავრობის Facebook-ის და ჩემი პირადი Instagram-ის გვერდის მეშვეობით,“ – განაცხადა მერკელმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში.
Facebook-ზე გერმანიის კანცლერს 2,5 მილიონამდე გამომწერი ჰყავდა.
კომენტარები