რუსული მედიის ინფორმაციით, კაბო-ვერდეში 11 რუსი მეზღვაურია დაკავებული. მათ ნარკოტიკების კონტრაბანდაში ადანაშაულებენ. ხომალდ ESER-ზე პოლიციელებმა 9,5 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. ეკიპაჟი დაკავებულია, გემი კი პორტში რჩება.
გემი პანამის დროშის ქვეშ პანამიდან მაროკოს მიმართულებით მიცურავდა, როცა ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა და გემი იძულებული გახდა კაბო-ვერდეს პორტში შესულიყო.
კომენტარები