მოსკოვის ცენტრში მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.
შემთხვევა 7-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით მოხდა. დაიწვა ათასამდე კვადრატული მეტრის ფართობი. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის დროს მეხუთე და მეექვსე სართულს შორის ჭერიც ჩაინგრა, შენობიდან 40-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია. ორი დაშავებული კი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ელექტრომოწყობილობის გაუმართაობა სახელდება.
კომენტარები