პარიზში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაღუპა, ხოლო 28 დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რადიოსადგური “RTL” ავრცელებს.
დაშავებულია 28 ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ხანძარი პარიზში, ერლანჟეს ქუჩაზე რვასართულიან საცხოვრებელ სახლში დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაჩნდა.
როგორც ცნობილია, ადგილზე სამაშველო სამსახურის 200-მდე ეკიპაჟი მუშაობს. ახლომდებარე სახლების მობინადრეები ევაკუირებულები არიან. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები