სტამბოლში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანია დაღუპული, 12 – კი დაშავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის გუბერნატორი, ალი ერლიკაი ავრცელებს.
მაშველები ნანგრევების დაშლას კვლავ აგრძელებენ. თავდაპირველად ინფორმაცია ორი დაღუპულისა და 6 დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა. მთლიანად, კორპუსის 14 ბინაში 43 ადამიანი იყო რეგისტრირებული.
კომენტარები