ინგლისში, დორსეტის პოლიციის ცნობით, ავიაკატასტროფის შემდეგ ნაპოვნი კაცის ცხედარი ფეხბურთელ ემილიანო სალას ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მცირეძრავიანი თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ სალა და პილოტი დევიდ იბოტსონი იმყოფებოდნენ. სამძებრო ოპერაციის განახლება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პლატფორმაზე GoFundMe 339 000 ევრო შეგროვდა. ფეხბურთელის სამძებრო სამუშაოების განახლების მოთხოვნით პეტიცია 25 იანვარს შეიქმნა.
ემილიანო სალა „კარდიფ სიტიმ“ საფრანგეთის „ნანტიდან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა. ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი ავიაკატასტროფამდე 1 კვირით ადრე მოაწერა.
იმედინიუსი
კომენტარები