ტერაქტს ირანში სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის სამხრეთ რეგიონის ერთ-ერთ მაგისტრალზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა ავტობუსზე განახორციელა, რომლითაც ირანის რევოლუციური გვარდიის წევრები გადაადგილდებოდნენ.
დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც მოჰყვა. ტერაქტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ერთ-ერთმა სუნიტურმა სამხედრო დაჯგუფებამ აიღო.
კომენტარები