ჩიკაგოში არ კელი დააპატიმრეს. ცნობილი მომღერალი პოლიციის შენობაში დააკავეს, სადაც ის თავად მივიდა.
მუსიკოსს სექსუალური ძალადობის ბრალდებები ოფიციალურად წარუდგინეს.
მას ათ სხვადასხვა ეპიზოდში ედება ბრალი, ყველაზე ადრეული დანაშაული კი 1998 წლით თარიღდება.
გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულები 13-დან 17 წლამდე გოგონები არიან.
არ კელი დანაშაულს არ აღიარებს და ბრალდებებს “ცილისწამებას” უწოდებს.
52 წლის მომღერალი სკანდალური ბრალდებების ადრესატი 2008 წელსაც იყო. მაშინ მას საბავშვო პორგონრაფიის გავრცელება ბრალდებოდა, თუმცა, ის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.
კომენტარები