Washington Post-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის თანამშრომელმა ალვა ჯონსონმა აშშ-ის პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლა: ქალის მტკიცებით, 2016 წელს ტრამპმა მას მისი თანხმობის გარეშე აკოცა.
43 წლის ჯონსონის თქმით, ტრამპმა, რომელიც მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ხელი მოჰკიდა და ტუჩებში კოცნას შეეცადა. ქალის თქმით, მან თავი მიატრიალა, რის გამოც ტრამპმა მას ტუჩის კუთხეში აკოცა.
ქალის თქმით, ამ შემთხვევის გახსენება მასში დღემდე უსიამოვნო გრძნობას იწვევს. მისივე თქმით, ამ ფაქტმა მის ფსიქიკურ მდომარეობაზე გავლენა იქონია, რის გამოც ფსიქოთერაპევტს მიმართა.
2016 წელს დონალდ ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში 11-მა ქალმა დაადანაშაულა. თეთრი სახლის ლიდერმა ბრალდებებს შეთხზული უწოდა.
კომენტარები