ვაშინგტონი ცდილობს ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება მოახდინოს, რათა ქვეყანაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს. ამის შესახებ ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ყველაფერი, რასაც აშშ-ს მთავრობა აკეთებს განწირულია მარცხისთვის. ისინი ცდილობენ კრიზისის პროვოცირება მოახდინონ, რათა გაამართლონ პოლიტიკური ესკალაცია და ვენესუელაში სამხედრო ინტერვენცია“, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.
კოლუმბიის დედაქალაქში ბოგოტაში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტისა და ხუან გუაიდოს შეხვედრის შესახებ საუბრისას ნიკოლას მადურომ აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან ეს პოლიტიკის ელემენტია, რომლის მიზანია ვენესუელაში ორხელისუფლებიანობის დამყარება.
„ექსტრემისტურ მთავრობას, რომლის სათავეში დონალდ ტრამპი დგას, ნავთობისთვის ომი სურს“, – დასძინა მან.