ისრაელის გენერალური პროკურორი მზად არის ქვეყნის პრემიერ მინისტრს კორუფციის ბრალდება ოფიციალურად წარუდგინოს. საუბარი მოსყიდვის, თაღლითობისა და საზოგადოებრივი ნდობის ბოროტად გამოყენების ფაქტს ეხება.
საქმის მასალების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუ ბიზნესმენებისგან ძვირადღირებულ უკანონო საჩუქრებს იღებდა, მედია მაგნატთან შეთქმულებაში იყო, დადებითი პიარის სანაცვლოდ მედია ჰოლდინგს მფარველობდა და მედიის შესახებ კანონში ცვლილებაც შეიტანა.
ისრაელის პრემიერ მინისტრი ბრალდებებს უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას “ალქაჯებზე ნადირობას” უწოდებს.
კომენტარები