შეერთებულმა შტატებმა ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.
ახალი ზომების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ვენესუელის საკითხებში ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელიოტ აბრამსმა, გამოაცხადა.
შავ სიაში დამატებით 6 ადამიანი შეიყვანეს, მათ შორის, ეროვნული გვარდიის მეთაური.
ბრიფინგზე ელიოტ აბრამსმა კიდევ ერთხელ უარყო რუსეთის ბრალდება, რომ ვაშინგტონი ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციას ამზადებს.
კომენტარები