იტალიაში ნეაპოლის პოლიციამ ქალის ფორმაში ჩაცმული, მაფიის ბოსი მარკო დი ლაურო დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა La Repubblica-მ გაავრცელა.
ქალაქის პოლიციამ, დამნაშავის აყვანის ოპერაცია შაბათს, ორ მარტს ჩაატარა. როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, კრიმინალს იარაღი არ ჰქონია და მას პოლიციისთვის არც წინააღმდეგობა გაუწევია. 38 წლის დი ლაურო ნეაპოლიტანური მაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. იტალიის შინაგანა საქმეთა სამინისტრომ მისი სახელი, ყველაზე ძებნილი დამნაშავეების რიცხვში 2005 წელს შეიყვანა. მარკო დი ლაუროს სიაში მხოლოდ კოზა ნოსტრას ლიდერი უსწრებდა.
კომენტარები