ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
რიგაში არსებულ ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მოაწერა ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები, სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარების კუთხით, სხვადასხვა ერთობლივ პროექტსა და ინიციატივას განახორციელებენ; გაცვლიან კვლევითი პროექტების შედეგებს და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ; ფართო უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სემინარებში, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში, რაც ეროვნულ დონეზე, სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

სტრატეგიული კომუნიკაციები 2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე მიღებული „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს.
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების მიზანი უსაფრთხო და დაცული საინფორმაციო გარემოს უზრუნველყოფაა.
მემორანდუმის ფარგლებში ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრთან დაგეგმილი ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს.

კომენტარები