ნინია კაკაბაძე თეა წულუკიანის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
“ბევრისგან მსმენია, მიუხედავად თეა წულუკიანის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა, რომ ის ფემინისტია.
ხოდა, არ არის ასე მეგობრებო. თეა წულუკიანი ყველაზე მავნე კლიშეს გვახსენებს და უნერგავს საზოგადოებას, რომ ლამაზი ქალი არ შეიძლება ჭკვიანი იყოს!
გუშინდელ ცირკში, სადაც წულუკიანი მთავარ როლში იყო, ეს არის მისი ყველაზე მავნებლური კომენტარი!”, – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას განცხადების საპასუხოდა თქვა – წულუკიანმა თქვა, რომ “ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს და ამავე დროს, ის ძალიან ლამაზი ქალია”.
კომენტარები