ყოფილი პოლიტიკური დევნილი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება გირგვლიანის საქმის ადვოკატის ნაცმოძრაობის და ევროპული საქართველოს საერთო კანდიდატად არჩევის ფაქტს და წერს:
„ყველა ზღვარი წაშალეს ნაცებმა. ირინა ენუქიძის ადვოკატი შვგულიძე, ნაცების საარჩევნო კანდიდატია. განა სხვა კანდიდატს ვერ მოძებნიდნენ? სპეციალურად არჩეული სამიზნეა. ბოლშევიკებმა, რომ მშობლების დამხვრეტი ძერჟინსკი, უპატრონოდ დარჩენილი ბავშვების დაცვის საზოგადოების თვმჯდომარედ დანიშნეს, ის მორალია. ასე ხდება, უმწეობის, უსამართლობის დანერგვა ადამიანთა გულებში, თუმცა ქართველების საინტერესო ჩვევები არ იციან ამ საზიზღრობის ჩამდენებმა“, წერს ბიძინა გიორგობიანი.
კომენტარები