თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა.
ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთით, აია-ვაჯიკის სანაპიროზე, მოხდა.
უბედური შემთხვევის შედეგად 4 მიგრანტი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ბორტზე მყოფი დანარჩენი 11 მიგრანტი მაშველებმა გადაარჩინეს.
გავრცელებული ცნობით, რეზინის ნავში, ძირითადად, ავღანელი და ირანელი მიგრანტები ისხდნენ, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე მოხვედრას თურქეთის გავლით ცდილობდნენ.
კომენტარები