თურქეთში ძლიერმა ქარმა ადამიანი გაიტაცა. ქალაქ ოსმანიეს ბაზარში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ქუჩაში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერამ გადაიღო. ჩანაწერში ჩანს, რომ რამდენიმე მამაკაცი დიდი ქოლგის წაქცევისგან დაცვას ცდილობს, თუმცა ქარმა ერთ-ერთი მათგანი ქოლგასთან ერთად ჰაერში აიტაცა.
მამაკაცი 4 მეტრის სიმაღლეზე იყო, როდესაც ქოლგის სადგამიდან გადმოხტა. შემთხვევას მამაკაცი უვნებელი გადაურჩა.
კომენტარები