მესამე ადგილზე გასული საპრეზიდენტო კანდიდატი იულია ტიმოშენკო არჩევნების წინასწარ შედეგებს არ ენდობა. ტიმოშენკო ამბობს, ისინი ხმების პარალელურ დათვლას აწარმოებენ და შედეგებს მოგვიანებით გამოაცხადებენ.
„დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია და ნამდვილი სოციოლოგია. ამომრჩევლის მოსყიდვაზე მილიარდები იხარჯება. ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ მხოლოდ ტერიტორიული და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმოწერილი ოქმების მონაცემებს.
ჩვენი გუნდი ატარებს ხმების პარალელურ დათვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საარჩევნო უბნიდან ოქმების ელექტრონულ ასლებს მივიღებთ, შედეგების გამოცხადებას მოგვიანებით დავიწყებთ,“ – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
კომენტარები