BBC -ს ინფორმაციით, ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა. წყალდიდობამ ირანის 31 პროვინციიდან პრობლემები 23 პროვინციაში შექმნა.
მოსახლეობის ევაკუაცია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე 70-მდე სოფლიდან განხორციელდა. ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელი კოლეგის მიერ დაწესებული სანქციების გამო, დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების პრობლემაა.
“ეს უბრალოდ ეკონომიკური ომი კი არ არის, არამედ ეკონომიკური ტერორია”, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჯავად ზარიფმა.
კომენტარები