ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა გადადგა. მოსახლეობა მის გადადგომას რამდენიმეკვირიანი მასობრივი საპროტესტო აქციებით ითხოვდა.
ბუტეფლიკა ალჟირის პრეზიდენტის პოსტს 20 წლის განმავლობაში იკავებდა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კი კიდევ ერთი ვადით კენჭისყრას გეგმავდა, თუმცა, მოსახლეობამ აღნიშნული გააპროტესტა.
ალჟირელები ასევე ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის შეცვლას ითხოვენ.
შეგახსენებთ, 82 წლის აბდელაზიზ ბუტეფლიკა 2013 წლის შემდეგ საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდებოდა, ამის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო.
კომენტარები