ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ირანის სახელმწიფო ძალოვანი უწყებების ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადების შესახებ, ჰასან როუჰანი “შურისძიების ნაბიჯად” აფასებს.
ირანის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები გამუდმებით ცდილობენ ისლამური რევოლუციურ გვარდიაზე თავდასხმას და ხშირად ეს შეთქმულებები მარცხისთვისაა განწირული.
სწორედ ამიტომ ახლა დასავლეთი, რომელიც ტერორს თესს, შურისძიებას იწყებს არმიის წინააღმდეგ, რომელიც მათივე ტერორს ებრძვის.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ისლამურ-რევოლუციური გვარდია და ალ კუდსის სპეციალური დანიშნულების ძალები უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციების სიაში შეჰყავს.
მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანის რეჟიმი ეროვნულ გვარდიას გლობალური ტერორის კამპანიის სისრულეში მოსაყვანად იყენებს და თეირანმა უნდა იცოდეს, რომ ტერორიზმის მხარდაჭერისთვის დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.
მისივე თქმით, ვაშინგტონი ფინანსურ ზეწოლასაც გააგრძელებს.