საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
ნიკოს ანასტასიადისი გმირთა მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ლაშა ჟვანიასთან ერთად იმყოფებოდა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კომენტარები