აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის თვითმფრინავებისთვის ვენესუელას მიმართულებით ფრენების დაბლოკვის გამო მალტა შეაქო.
მორგან ორტაგუსმა შესაბამისი განცხადება twitter-ზე გააკეთა – წერს რუსული მედია.
„ჩვენ მივესალმებით მალტას ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ რუსეთის თვითმფრინავებს არ დაუთმო ქვეყნის საჰაერო სივრცე, იმისთვის, რომ ვენესუელის ყოფილი სასტიკი რეჟიმი არ მოამარაგოს. ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, რომ გაიზიარონ მალტას მაგალითი, რომ შეაჩერონ დიქტატორ ნიკოლას მადუროსთვის კრემლის მხარდაჭერა“– წერს მორგან ორტაგუსი.
2019 წლის 4 აპრილს რუსეთმა მალტას საელჩოს ოფიციალური თხოვნით მიმართა, რომ დაეთმო საჰაერო სივრცე ვენესუელაში შესასვლელად, თუმცა უარი მიიღო.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.