უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ვლადიმერ ზელენსკი 73%, პეტრო პოროშენკო 25% – ასეთია ეგზიტპოლების პასუხები. ცესკო-ს ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე ზელენსკისთან დამარცხება უკვე აღიარა ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა პეტრო პოროშენკომ, რომელმაც კონკურენტს გამარჯვებას მიულოცა.
“არასდროს დანებდეთ არასდროს. ეს ვიქტორ ჩერჩილმა თქვა. ეგზიტპოლების შედეგები აშკარაა და ვულოცავ ჩემს ოპონენტს. ასე ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში. მაგრამ არ ვტოვებ პოლიტიკას ვრჩები და ვიბრძოლებ პოლიტიკისთვის. ჩვენმა გუნდმა უნდა დაიცვას ყველაფერი რისთვისაც მიგვიღწევია 5 წლის განმავლობაში ევროატლანტიკურ გზაზე,” – განაცხადა პოროშენკომ და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
კომენტარები