სირიაში რუსული ვერტმფრენი “მი-8” ჩამოაგდეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
”ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის სამი წევრი და სირიაში მეომარი მხარეების შერიგების რუსული ცენტრის ორი ოფიცერი. რუსი სამხედრო მოსამსახურეების ბედი ახლა ზუსტდება”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება
კომენტარები