ექსპერტი ირაკლი ლატარია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასულ ფილმს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ გირგვლიანისა და მოლაშვილის ყოფილი ადვოკატის, შალვა შავგულიძისთვის არანაირი ღირებულებათა სისტემა არ არსებობს.
ამის მერე როგორ უნდა ჩახედოს თვალებში გირგვლიანის და მოლაშვილის ოჯახის წევრებს შავგულიძემ სრულიად წარმოუდგენელია.
ამ ოჯახებისთვის ნამდვილად ტრაგედიაა, როდესაც მათი ყოფილი ადვოკატი დღეს მკვლელების პარტიას შეუერთდა და სააკაშვილს მადლობებს უხდის, მათ ეს საჯაროდ განაცხადეს და ზალიან მკაცრად შეაფასეს შავგულიძის ამორალური პოზიცია.
სამარცხვინოა, როდესაც შავგულიძე იმ მოძალადე რეჟიმის შემოქმედების გვერდით დგას, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ გირგვლიანის, მოლაშვილის და სხვა უამრავი ადამიანის საქმეებზე სამართალი არ აღსრულებულიყო! წლების წინ, შავულიძე წინა ხლისუფლების ჯალათების დასჯას ითხოვდა და სწორედ ამით იქცა იმად, რასაც საზოგადოების თვალში წარმოადგენდა.
დღეს კი შავგულიძე მერაბიშვილზე და ახალაიაზე, ვერ ამბობს, რომ ისინი გირგვლიანის საქმეზე სამართლიანად არიან დასჯილი და ცდილობს თავი აარიდოს კითხვას !
ამ ყველაფრის შემდეგ ამ ადამიანზე საუბარს საერთოდ აღარ აქვს აზრი. გირგვლიანის და მოლაშვილის ოჯახმა შავგულიძეს უკვე გამოუტანა მორალური განაჩენი, რომელსაც ვეღარასდროს ჩამოირეცხავს“, – წერს ირაკლი ლატარია „ფეისბუქში“.