სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ხუთშაბათს, ტელეკომპანია RTS-ის ეთერში განაცხადა. კენჭისყრა 18 ან 25 ოქტომბერს ჩატარდება – დაგეგმილ ვადაზე ერთ წელზე მეტი ხნით ადრე. ვუჩიჩის თქმით, არჩევნების ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ივნისის ბოლოს სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა უახლოეს მომავალში თანამდებობის ვადამდე დატოვების გეგმების შესახებ. ვუჩიჩი ხელისუფლებაში 12 წელია იმყოფება, ხოლო მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების მეორე ვადა მხოლოდ 2027 წლის მეორე ნახევარში იწურება.
სერბეთში წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც მთავრობისა და კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება. მათ მიზეზად ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე გადახურვის ჩამოშლა გახდა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა.
