აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მექსიკა დათანხმდა „უპრეცედენტო ნაბიჯების“ გადადგმას, რათა შეაჩეროს ცენტრალური ამერიკიდან შეერთებული შტატებისკენ მიმავალ მიგრანტთა ნაკადი.
მისივე თქმით, ეს იძლევა მექსიკასთან შეთანხმების გაფორმების საშუალებას. მისივე ინფორმაციით, მექსიკურ საქონელზე ტარიფების მომატება გაურკვეველი ვადით გადაიდო. შეთანხმების მიღწევა, ვაშინგტონში სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ასევე დაადასტურა მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარსელო ებრარდმა. აღნიშნულ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
ტარიფების მომატება მექსიკურ საქონელზე უნდა დაწყებულიყო ორშაბათს, 5%-ით და სექტემბრამდე ნელ-ნელა 25%-ზე ასულიყო. მექსიკა დათანხმდა ეროვნული გვარდიის 6 ათასი სამხედრო მოსამსახურის გადასროლას გვატემალასთან თავისი სამხრეთ საზღვრის გასამაგრებლად. ტარიფების მომატება ტრამპს საბოლოოდ არ გაუუქმებია, გაურკვეველი ვადით გადადო.