დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ჩაინა ლილო სითში” მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას შესაძლო დივერსიის შესახებ არ სმენია.
„დივერსიის თემა არ მომისმენია. გუშინ ვნახე ლაურა ღაჭავას განცხადება და დივერსიას პირიქით, უარყოფდა. შესაბამისად, ეს განცხადება არ მომისმენია. ამას გამოძიება დაადგენს”, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა ზვიად ქირიამ 6 ივნისს ხანძართან დაკავშირებით განაცხადება გააკეთა.
„მე დივერსიასაც არ გამოვრიცხავ. ამის ეჭვი იმიტომ მაქვს, რომ „ლილო სითის“ მეპატრონეზეც და ჩემზეც სახელმწიფოს მხრიდან არის ზეწოლა და ყველაფერს კადრულობენ. ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, რომელზეც არის ენით აღუწერელი ზეწოლა,“ – განაცხადა „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა ზვიად ქირიამ 6 ივნისს.