დიდი მადლობა გიგა ბოკერიას, რომ კარგი არაფერი თქვა ჩემზე. არანაირი სურვილი არ მქონდა, რამე კარგი მომესმინა, დიდი მადლობა მას ასეთი შეფასებისთვის. ბოკერიასგან კარგის თქმა ავტომატურად ნიშნავდა ჩემთვის ცუდს, – ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმაგანაცხადა.
ამ განცხადებით ოქრუაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას კომენტარს გამოეხმაურა. კერძოდ, ბოკერიამ განაცხადა, რომ მას იმ პოლიტიკურ ლიდერებთან და ფიგურებთან, რომლებიც მოსკოვში დადიან, ან კრემლის პროპაგანდაში მონაწილეობენ, ან სიძულვილს და ძალადობას ქადაგებენ, არასდროს ითანამშრომლებს.
კომენტარები