„ისლამური სახელმწიფო“ სმარტფონებისთვის სპეციალური პროგრამა შექმნა, რომლის მეშვეობითაც ბავშვები არაბული ენის შესწავლას შეძლებენ. არაბული ენის შესწავლისას ანბანის თითოეულ ასოს შესაბამისი ილუსტრაცია მოჰყვება, ასევე პროგრამის დახმარებით შესაბამისი სიმღერების მისმენა იქნება შესაძლებელი. ეს პირველი პროგრამაა, რომელიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ შექმნა. ადრე მათ პროგრამა შექმნეს, რომლის მეშვეობითაც ტერორისტები ახალ ამბებს ავრცელებდნენ.
კომენტარები