ეკა ბესელია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:
“სიმართლე სიმართლეა და მისი გამრუდება და დაბრმავება იწვევს უსამართლობას!
მე არ ვწერ იმის მიხედვით ვის მოეწონება და ვის არა!
ვწერ იმას, რაც მიმაჩნია რომ სიმართლეა!
სიმართლეა ის ,რომ კობახიძეს და მსგავს უპასუხისმგებლო , უმწიფარ ჯგუფს ჩააბარეს საპასუხისმგებლო პოზიციები და დაანგრიეს რისი დანგრევაც მოასწრეს!
სიმართლეა ის, რომ თავის დროზე ვეუბნებოდი ბიძინა ივანიშვილს- გაივსო პარტია ნაც მოძრაობით ყველა დონეზე !
ყოფილი ზონდერები – გადმოიპორტირეს და დასვეს პარლამენტში.
მედროვეები პარტიის წინა ხაზზე.
უვიცები- თანამდებობებზე!
არ გაიწმინდა სისტემა მოძალადეებისგან!
ბოლოს უსამართლობის მჭედავი მოსამართლეების სია დამიდეს და მხარი დაუჭირეო…
მე ერთმა ქალმა ვიომე რომ ის შავი სია არ გასულიყო სესიაზე და არ აერჩიათ სამართლის დამმარხავი მოსამართლეები.
ბევრი ვიომე შიგნით , რომ გაეგო მათ ვისაც უნდა გაეგო, რომ ამ გზას მოყავს სააკაშვილი… ეს არის მარცხის გზა…
აქ რომ ბევრი მევაჟკაცება კომენტარებში, დარბევების დროს არ მახსოვს და არ მინახავს!!!
მე და ჩემმა ოჯახმა ყველაფერი გავიღეთ სააკაშვილის მოსაშორებლად. 2011 წელს არ დამიწყია ეს ბრძოლა, რაც მოვიდა და დაიწყო უსამართლობა , იმ დღიდან ვებრძოდი!!!
ასე რომ მორალი . ნაცების ნარატივზე წაუკითხეთ გაზარდიაშვილებულ ოცნებას!!!
და ბოლოს
სიმართლე სიმართლეა!
გავრილოვი კობახიძის სავარძელში – ეს შედეგია რომ არ დგვიჯერეს!
პროვოკატორი და რევანშისტი ნაცების საქციელი- ასევე ,, ოცნების,, კოჰაბიტაციის შედეგია
ნაცების უსამართლო რეჟიმად გამოცხადებას სწორედ ოცნებამ არ დაუჭირა მხარი და ნუ დგავიწყდებათ ეს დასკვნა რეჟიმის შეფასების მივაღებინე პარლამენტს 2016 წელს.
გავრილოვის ამბის მერე კობახიძეს რომ გადაეფარეთ, გახარიამდე მივიდა პროცესი!!
პოლიციელები დიდი ხანი იგერიებდნენ 20 ივნისს თავდასხმას და მაშინ არ მიიღეს ზომები მოძალადეების დაკავების. იყო კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები- ესეც სიმართლეა!
და ბოლოს მთავარი- ქუჩის ბოლოს, სადარბაზოებში დაკავებულების ცემა , ფურთხება, რეზინის ტყვიებით თვალის დათხრა ახალგაზრდების- ეს დანაშაულია!
ამაზე თვალს ხუჭავთ? არავინაა პასუხისმგებელი?? ვინ გასცა ეს ბრძანება??
თუ ამას ვერ ხედავთ და არ აღიარებთ- ნუ მემეგობრებით, არ მინდა ასეთი არც სოლიდარობა და არც ყალბი თანადგომა!
იმ პატარა მაკოს უფრო დიდი თვალსაწიერი აქვს , ვიდრე მათ ვინც ორი თვალით ამ რეალობას ვერ ხედავს!!!
აი ეს არის ჩემი სიმართლე- თანამდებობის შენარჩუნენის გამო დაბრმავებულ პარლამენტარებს ,ვითომ უფლებადამცველებს და ვაჟკაცებს რომ მივახალე!!!
არც ნაცები და არც ასეთი ოცნება !!!”,-წერს ბესელია.