ბაქოს ნიზამის რაიონში სკოლის მოსწავლე დანით დაჭრეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა ნიზამის რაიონში მდებარე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მე-9 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი 2012 წელს დაბადებული მოზარდია. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
ფაქტზე ნიზამის რაიონის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
კომენტარები
