ვანესა მეი ქართველი მსმენელისთვის Black sea arena-ზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში უკრავდა.
დაგეგმილ საკონცერტო პროგრამას არტისტმა ნახევარი საათით გადააჭარბა მას შემდეგ, რაც შოუთი აღფრთოვანებულმა მაყურებელმა სცენაზე დაბრუნება სთხოვა. რამდენიმე კომპოზიციის შესრულების შემდეგ ვანესა მეიმ დაგეგმილი სცენარი დაარღვია და მსმენელებთან ჩავიდა, რამაც დაცვის სამსახურს ცოტა პრობლემები შეუქმნა.
კონცერტს 10 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ მთავრობის წევრები, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად.
კომენტარები